Monday, September 16, 2013

საწავლო პროექტი :ბახმარო"

                        ბახმარო
                                                        "გასეირნება ღრუბლებში"

პროექტის მთავარი იდეა: ბუნების საჩუქარი უნიკალური ქართული მაღალმთიანი კურორტის ბახმაროს და მისი საუკეთესო თვისებების გაცნობა.ფართო საზოგადოებისთვის მისი წარდგენა ტურიზმის უკეთ განვითარებისათვის.
პროექტის აქტუალობა:ბავშვება განუვითარდეს ძიების,დაკვირვების ,ანალიზის უნარი.გაიღმავონ ცოდნა ისეთი სასარგებლო კურორტის შესახებ როგორიცაა ბახმარო,გაეცნონ მის სამკურნალო თვისებებს.
პროექტის მიზნები:კვლევა-ძიების უნარის განვითარება.ცნობისმოყვარეობის გაღვივება. პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.აღნიშნული თემის დამუშავება ისტ-ის გამოყენებით და ელექტრონული პრეზენტაციის მოწყობა.
მოსწავლეთა ასაკი: 8-10 წელი
ვადები/ხანგძლივობა: 8 დღე
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები შეიძენენ ურთიერთთანამშრომლობით უნარ-ჩვევებს.ჩამოუყალიბდებათ მზრუნველობითი დამოკიდებულება გარემოს მიმათ.შესაძლებელია გამოთქვან სურვილი გააშენონ სხვადასხვა ჯიშის ნერგები სოფელში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი:რვეული,საწერი კალამი,ფორმატის ქაღალდი,სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგები,საჭირო სამუშაო იარაღები.
ადამიანური რესურსი: სატყეო სამმართველოს უფროსი სეციალისტი
ტექნიკური მასალა:კომპიუტერი,ინტერნეტი,ფოტოაპარატი,პროექტორი.
პროექტის მსვლელობა:
I-დღე. I აქტივობა ვირჩევ ბავშვებთან ერთად პროექტის თემას
II- აქტივობა.ვყოფ ბავშვებს სამ  ჯგუფად და ვუნაწილებ დავალებებს.
I ჯგუფს დაევალა მონახოს სხვადასხვა წიბნებში ინფორმაცია ბახმაროს შესახებ.
1.რანდენი სამთო კურორტია საქართვილოში?  2.რა სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ბახმარო? 3.რა ლეგენდები არსებობს მის ირგვლივ?
II ჯგუფმა ინტერნეტის მეშვეობით უნდა მოიძიონ:1.რა სიმაღლეზე მდებარეობს ზღვის დონიდან? 2.რა სამკურნალო და სასარგებლო თვისებები გაჩნია ბახმაროს?3.ინტერნეტიდან ამოიღონ საჭირო ფოტომასალა,რაც ელექტრონული პრეზენტაციისთვის დაგვჭირდება.
III ჯგუფმა უნდა მოაწყოს ვიზიტი სატყეო სამმართველოს სპეციალისტთან რათა გაიგონ როგორ უნდა ვიზრუნოთ ბუნებაზე.როგორ ავიცილოთ გარემოს დაბინძურება.
V დღე: III აქტივობა ჯგუფები კლასის წინაშე წარადგენენ შეგროვილ ინფორმაციას,ფოტო მასალებს.
IV აქტივობა. ბავშვები დაახარისხებენ წარმოდგენილ ინფორმაციას და შეარჩევენ საჭირო მასალებს.
VI დღე :V აქტივობა.წინასწარ შერჩეულ მიწის ნაკვეთზე სპეციალისტის მეთვალყურეობით ნერგების გაშენება.
VII დღე: VI აქტივობა.აღნიშნულ თემაზე ელექტრონული პრეზენტაციის გამართვა.
VIII დღე: VII აქტივობა. შთაბეჭდილებების გაზიარება,კედლის გაზეთის გამოშვება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნება,ქართული.
ბუნება.III.10.მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში უსაფთხო ქცევის წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
იცავს უსაფთხოების წესებს სხვადასხცა ჯგუფური თამაშის ან სპორტული ღონისძიებების დროს.
ბუნება.IV.9.მოსწავლეს შეუძლია პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლემ იცის:
უვარგისი საკვები პროდუქტების სწორი რეალიზება,რათა თავიდან აიცილოს გარემოს დაბინძურება.
ქართული.III.12.მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
 ქმნის მცირე ზომის ტექსტებს.
შეძენილი ცოდნის საფუძველზე ქმნის მცირე ზომის თზულებას.
ქართული.III.9.მოსწავლე შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი,ვიდეო და აუდიო მასალა.
შედეგი თვალაჩინოა,თუ  მოსწავლე:
მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას ნაცნობი თემის
გადმოსაცემად.